4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

“ერთმანეთთან პოლიტიკურად დაპირისპირებულ საზოგადოებრივ ჯგუფებს მოთმინების ფიალა აევსოთ” – რამაზ საყვარელიძე

“რეზონანსთან” საუბრისას ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე ამ თსუში სტუდენტებს შორის მომხდარ ინციდენტებს იმით ხსნის, რომ ერთმანეთთან პოლიტიკურად დაპირისპირებულ საზოგადოებრივ ჯგუფებს მოთმინების ფიალა აევსოთ. თუმცა, მისი შეფასებით, ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ეს რაიმე მასშტაბურ სამოქალაქო დაპირისპირებაში გადაიზარდოს.

“ეს მიანიშნებს, რომ მხარეებს მოთმინების ფიალა ევსებათ და უკვე თავს ვეღარ იკავებენ იქ, სადაც წესით თავის შეკავებაა უპრიანი. თითქოს ახალი არაფერი ხდება, ყველა იქცევა ისე, როგორც ადრე იქცეოდა, მაგრამ ახლა, რადგან გაჩნდა ეს რეაციები, ეტყობა მოთმინების ფიალა ნელნელა აევსოთ. სიმბოლურად ჯაფარიძის შემთხვევა რომ ავიღოთ, გარკვეული პროცესების მონაწილე მხარეები არიან ისინი, ვისთვისაც მისაღებია ჯაფარიძის მოქმედება ბოლო პერიოდის განმავლობაში და ვისთვისაც მიუღებელია. ახლა ვერ ვიტყვით, რომ შარვლის ჩახსნა ყველასთვის მისაღები იყო და ვერც იმას ვიტვით, რომ ყველასთვის მიუღებელი იყო. რამდენი ხანი გავიდა მას შემდეგ, მაგრამ აქამდე ეს რეაციები ფიზიკური ანგარისშსწორებისა არ იყო. რაც შეეხება თსუ-ში დაპირისპირებას, ადრეც იყო მსგავსი დაპირისპირება და, ასე ვთქვათ, არ გადაზრდილა ძალადობაში. ახლა რომ გადაიზარდა და უფრო მძაფრი გახდა, იქაც მემგონი მოთმინების ფიალა ივსება”, – აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.

ავტორი:

ბოლო სიახლეები