4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

ერდოღანი: თურქეთმა უძლიერესი პასუხი გასცა ისრაელის სისასტიკეს პალესტინაში ისეთი ნაბიჯებით, როგორიცაა ვაჭრობის შეჩერება

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთმა უძლიერესი პასუხი გასცა ისრაელის სისასტიკეს პალესტინაში ისეთი ნაბიჯებით, როგორიცაა ვაჭრობის შეჩერება.

„სანამ იარაღის მიწოდება გაგრძელდება, ისრაელი უფრო აგრესიული იქნება, ვითარება პალესტინასა და ლიბანში გაუარესდება“, – განუცხადა ერდოღანმა ჟურნალისტებს.

მისი თქმით, ერთ-ერთი კონკრეტული ნაბიჯი, რომელიც შეიძლება გადაიდგას ისრაელის თავდასხმების წინააღმდეგ, არის მუშაობა პალესტინის სახელმწიფოს აღიარებაზე.

„სავაჭრო შეზღუდვები და სანქციები ისრაელზე ბრძოლის კიდევ ერთი ფორმაა. ასევე გადამწყვეტია აქტიური დიპლომატია ისრაელზე დიპლომატიური ზეწოლის გასაძლიერებლად“, – დასძინა მან.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე დიუშენის სამკურნალო მედიკამენტზე: „ჯივინოსტატი“ მომდევნო კვირის დასაწყისში იქნება თბილისში

💊 სასიხარულო ინფორმაცია: დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო პრეპარატი „ჯივინოსტატი“ თბილისში მომდევნო კვირის დასაწყისში ჩამოვა.