4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

ევროკომისიის ყოფილი კომისარი ვერა იუროვა: რუსეთი ან ჩინეთი კი არა, აშშ მაშინებს

ევროკომისიის ყოფილმა კომისარმა ვერა იუროვამ Euronews-თან საუბარში აღნიშნა, რომ მას რუსეთი ან ჩინეთი კი არა, საერთაშორისო პოლიტიკის კონტექსტში შეერთებული შტატები უფრო აშინებს.

„რა არ დამაძინებდა ღამით, ახლა რომ კომისარი ვიყო? ზოგადად ევროპაში დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მდგომარეობა. დღესაც სწორედ ამიტომ ვარ აქ. ჩემს გუნდთან ერთად ვიწყებ ახალ პროექტს, „დემოკრატია 27“, რომელიც მოქალაქეთა ინიციატივაა და შეავსებს იმას, რასაც უკვე აკეთებს ევროკომისია“, – აღნიშნა იუროვამ.

კითხვაზე, „იქნება ეს ჩინეთი, რუსეთი თუ დონალდ ტრამპი?“ პასუხისას, ყოფილმა კომისარმა აღნიშნა: „საერთაშორისო პოლიტიკის კონტექსტში, გულწრფელად რომ ვთქვა, ყველაზე მეტად სწორედ ამერიკის შეერთებული შტატები მაშინებს“.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე დიუშენის სამკურნალო მედიკამენტზე: „ჯივინოსტატი“ მომდევნო კვირის დასაწყისში იქნება თბილისში

💊 სასიხარულო ინფორმაცია: დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო პრეპარატი „ჯივინოსტატი“ თბილისში მომდევნო კვირის დასაწყისში ჩამოვა.