4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

ევროკომისიის პრეზიდენტი აშშ-ისა და უკრაინის მოლაპარაკებების შედეგებს მიესალმა

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში გამართულ აშშ-ისა და უკრაინის მოლაპარაკებების შედეგებს მიესალმა.

„დღეს ჩვენ მივესალმებით ახალ ამბებს ჯიდადან აშშ-ისა და უკრაინის მოლაპარაკებების თაობაზე, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულების შემოთავაზებითა და ამერიკის სადაზვერვო და სამხედრო დახმარების განახლების ჩათვლით. ეს არის ვითარების პოზიტიური განვითარება ყოვლისმომცველი, სწრაფი და გრძელვადიანი მშვიდობისთვის უკრაინაში“, – განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.

მისი თქმით, ბურთი ახლა რუსეთის მხარესაა. „ევროკავშირი მზადაა სამშვიდობო მოლაპარაკებების მთელი მატჩის სათამაშოდ პარტნიორებთან ერთად“, – დასძინა მან.

ცნობისთვის, აშშ-ისა და უკრაინის დელეგაციებმა გუშინ საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში მოლაპარაკებები გამართეს. მოლაპარაკებების შედეგად უკრაინა დათანხმდა 30-დღიან დროებით ცეცხლის შეწყვეტის წინადადებას. ამერიკა საპასუხოდ კიევისთვის სამხედრო დახმარებისა და სადაზვერვო ინფორმაციის გადაცემას განაახლებს.

ავტორი:

ბოლო სიახლეები