4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

დონალდ ტრამპი: კოლეჯებს, სკოლებსა და უნივერსიტეტებს, რომლებიც არალეგალურ პროტესტებს დაუშვებენ, შეუწყდება ფედერალური დაფინანსება – არავითარი ნიღბები აქციებზე!

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ის ქვეყნის სასწავლო დაწესებულებებში სტუდენტების არალეგალურ პროტესტებსა და ნიღბების ტარებას კრძალავს.

„კოლეჯებს, სკოლებსა და უნივერსიტეტებს, რომლებიც არალეგალურ პროტესტებს დაუშვებენ, შეუწყდება ყველა ფედერალური დაფინანსება. აგიტატორებს დააკავებენ ან იმ ქვეყნებში გააძევებენ, საიდანაც ჩამოვიდნენ. ამერიკელი სტუდენტები სამუდამოდ გაირიცხებიან ან დანაშაულის სიმძიმიდან გამომდინარე, დაკავებულები იქნებიან. არავითარი ნიღბები! გმადლობთ ამ საკითხისადმი გამოჩენილი ყურადღებისთვის“, – დაწერა ტრამპმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე დიუშენის სამკურნალო მედიკამენტზე: „ჯივინოსტატი“ მომდევნო კვირის დასაწყისში იქნება თბილისში

💊 სასიხარულო ინფორმაცია: დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო პრეპარატი „ჯივინოსტატი“ თბილისში მომდევნო კვირის დასაწყისში ჩამოვა.