რაც გავარკვიე, ერთი საერთო აქვს ნაცების მიერ ვინოკუროვის შემთხვევაში და დღეს აწეულ თემებს: თუ რომელიმე მათგანს შემოსვლისას რამე შეფერხება შეექმნებოდა, ნაცები ატეხდნენ ყვირილს, რომ ანტიპუტინისტ ვინოკუროვს, გროზნოს გადაყენებულ მერს და კადიროვის დაჭერილ ბიზნესმენს საქართველოში პრობლემები ექმნება. როცა მათ არავის პრობლემა არ შეუქმნა და ეს სცენარი ჩაუვარდათ, მერე გახდნენ ისინი ლავროვის ნათესავები და დღეს – კადიროველები, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე Facebook-ზე წერს.
„რაც ამ ეტაპზე გავარკვიე, გროზნოს გადაყენებული მერი და კადიროვის მიერ დაჭერილი ბიზნესმენი იყო ჩამოსული და მათ მეგობრებიც ახლდნენ. არცერთ მათგანს ოკუპაციის კანონი დარღვეული არ ჰქონდა. სხვა დეტალებს მესაზღვრე ისედაც არ არკვევს – არ არის ძებნილი და არ აქვს ოკუპაციის კანონი დარღვეული. შესაბამისად, პრობლემა არავის შეუქმნია, შემოვიდნენ ტურისტებად, ფული დახარჯეს და წავიდნენ. დარღვევა რომ რამე ჰქონოდათ, არავინ შემოუშვებდა.
ანუ სინამდვილეში ისევ „ნაცების“ საზიზღარი პროვოკაცია და „დაზომბებული“ რამდენიმე ათეული აქტივისტის ყალბი პატრიოტიზმია. ჩეჩნების საწვრთნელი ბაზები ჰქონდათ აქ მოწყობილი აგვისტოს ომის შემდეგ და ჩვენთან ქექავენ სისულელეებს, რა უნდა ველაპარაკო ამ მართლა მოღალატეებს“, – წერს სამხარაძე.









