4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

გურამ ნიკოლაშვილი „ქართული ოცნების“ შტაბზე განხორციელებულ თავდასხმაზე: ასეთი სურათის შემხედვარეს გიცოცხლდება განვლილი ოთხი ათეული წლის მანძილზე როგორ იწყებოდა დაპირისპირება და სადამდე მიდიოდა. შეუძლებელია მეორე მხარეს მდგომი ორგანიზატორ-ტრენერები ამას ვერ ხედავდნენ. ხედავენ და ეს უნდათ. სხვისი ხელით, სხვისი სისხლით

კახი კალაძის საარჩევნო შტაბი 3 სექტემბერს გაიხსნა. ხალხმრავალ გახსნას ციფრული საქართველოდან “გამომდინარე” დამსწრეთა ბულინგი და შეურაცხყოფა მყისიერად მოჰყვა. აქ სიახლე არაფერია, ბოლო წლებია ადამიანთა ჯგუფმა ნორმად აქცია საკუთარი შინაგანი ნარჩენების საჯაროდ დეფეკაცია. ისინი ამ კულტურის არჩევისას თავისუფალნი იყვნენ, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს წევრობის კანდიდატი, გურამ ნიკოლაშვილი წერს სოციალურ ქსელში.

გურამ ნიკოლაშვილი მიმოიხილავს „ქართული ოცნების“ თბილისის შტაბთან განვითარებულ მოვლენებს და აცხადებს, რომ რამდენადაც 5 სექტემბერს შემოტევას არავინ ელოდა თითქმის ყველა კადრი გადაღებული რადიკალური ოპოზიციის მხარდამჭერი მედიის ოპერატორების მიერ, რაც მისი შეფასებით მიკერძოებულია.

„4 სექტემბერი სწორედ რადიკალური ჯგუფებისა და ჩამფურთხებელ-ფაშისტთა ერთიანი მოძრაობის ხილვადობას დაეთმო. გაცხადდა, რომ დესტრუქციული მოძრაობა საარჩევნო შტაბს მომავალი ერთი თვე არ მოასვენებდა და სწორედ ამიტომ, მეც ყოველდღე, უწყვეტად სიარული გადავწყვიტე.
5 სექტემბერს ფაშისტ-აგრესორთა მარშმა გადაწყვიტა ყოველდღიური მარშრუტი შეეცვალა და ნაცვლად კოსტავას ქუჩის გავლით რუსთაველზე გასვლის რუტინისა, მელიქიშვილისკენ გამოემართა. 30-მდე ნარჩევი აგრესორი ტრადიციული დაუჯდომლის შესრულებას შეუდგა, „არ იქნება სამართალი…“, „ყველგან პოლიცია…“ და სხვა ნაცნობი ჰანგები.

პირველადი მოთელვის შემდეგ, როდესაც ოცნების საარჩევნო შტაბის სათანადო რეაქცია ვერ გამოიწვიეს, რეპერტუარი დაამძიმეს და დედის გინებაზე გადავიდნენ.

უფრო სწორად, დაიწყეს. ხოლო დასრულება არავინ აცალა, შეხლა-შემოხლა და საპასუხო გინება მყისიერად გაიმართა და შედეგად აკაცუკთა მცირე ძალები, ასე ვთქვათ შიშველი ბირთვი, ოტებულ იქნა. ვინაიდან შემოტევას არავინ ელოდა, თითქმის ყველა კადრი თავდამსხმელთა მხრიდანაა გადაღებული მათი მხარდამჭერი მედიის ოპერატორთა და ფოტოგრაფთა მიერ, რაც ბუნებრივია სათანადოდ მიკერძოებულია“,- წერს გურამ ნიკოლაშვილი.

ავტორი:

ბოლო სიახლეები