ის [ჯიმ რიში] აკეთებს საქართველოს საწინააღმდეგო განცხადებას, – ასე გამოეხმაურა პარტია „ხალის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი, გურამ მაჭარაშვილი სენატორ ჯიმ რიშის ინტერვიუს, სადაც ის საქართველოში მიმდინარე მოვლენებს აფასებს.
„„ხალხის ძალის“ განცხადებები რომ სწორი აღმოჩნდა და დასტურდება, ეს დღევანდელობით დგინდება. ის აკეთებს საქართველოს საწინააღმდეგო განცხადებას. ჯერ საკუთარ ქვეყანაში გაერკვეს და საკუთარ პოლიტიკაში, რადგან ვერ გაურკვევიათ იქ შეასრულონ თუ არა ამერიკელი ხალხის უმრავლესობის გადაწყვეტილება. შესაბამისად, მის ამ განცხადებას ნულის ფასი აქვს“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.









