4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

გიორგი გამსახურდია: ვინმე ნაც-აქტივისტკა, მიქიაშვილი ტრამპის და მისი პატრიოტული გუნდის მოძულე ახლა პრო-ამერიკელად გვევლინება – ზუსტად ამერიკის მთავრობა დაასრულებს ამათ

გიორგი გამსახურდია პარტია „დროას“ წარმომადგენლის მარიკა მიქიაშვილის შესახებ პლატფორმა X-ზე პოსტს აქვეყნებს და მიქიაშვილის ძველს სტატუსებს ურთავს, სადაც ის დონალდ ტრამპზე და ილონ მასკზე უარყოფითად წერს.

როგორც გამსახურდია აღნიშნავს, ტრამპის და მისი პატრიოტული გუნდის მოძულე მიქიაშვილი ახლა პრო-ამერიკელად გვევლინება და ავიწყდება, რომ ყველაფერს ინახავს არქივი. მისივე თქმით, აზრი არ აქვს მარიკა მიქიაშვილის ახლანდელ უსუსურ აქტივობას, რადგან ზუსტად ამერიკის მთავრობა დაასრულებს ოპოზიციას.

„ვინმე ნაც-აქტივისტკა, მიქიაშვილი ტრამპის და მისი პატრიოტული გუნდის მოძულე ეხლა პრო-ამერიკელად გვევლინება. ამ უსახურ და უმგვანო არსებას, ასევე მის თანამოაზრეებს ავიწყდებათ რომ ყველაფერს ინახავს არქივი. აზრი არ აქვს მის ახლანდელ უსუსურ აქტივობას. ზუსტად ამერიკის მთავრობა დაასრულებს ამათ!“ – წერს გიორგი გამსახურდია.

ავტორი:

ბოლო სიახლეები