4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

გია აბაშიძე – შარლატანობა და უტიფრობა ორპროცენტიანი მამუკა ხაზარაძის “კრედოა”, თაღლითები და წამგლეჯები ვერასდროს იქნებიან წარმატებული პოლიტიკაში

შარლატანობა და უტიფრობა ორპროცენტიანი მამუკა ხაზარაძის “კრედოა”. ჩამორჩენილია PR-შიც, წარმოდგენა არ აქვს ინტერნეტზე, სადაც ციფრული არქივები ნამდვილად “არ იწვის”, – ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს.

აბაშიძე ეხმიანება მამუკა ხაზარაძის მიერ ბინებიდან გამოსახლების შესახებ გაკეთებულ განცხადებას, სადაც მან აღნიშნა, რომ მსგავსი რამ ზამთარში აკრძალულია და მის დროს მსგავსი ფაქტები არ ხდებოდა. ანალიტიკოსის თქმით, “ლელოში” მხოლოდ ხაზარაძის ახირებით მოქმედებენ, თუმცა, თაღლითები პოლიტიკაში წარმატებულები ვერასდროს იქნებიან.

“შარლატანობა და უტიფრობა ორპროცენტიანი მამუკა ხაზარაძის “კრედოა”. ჩამორჩენილია PR-შიც, წარმოდგენა არ აქვს ინტერნეტზე, სადაც ციფრული არქივები ნამდვილად “არ იწვის”. ავაზაკ მამუკა ხაზარაძეს და მის კანტორა “ლელოში”, სადაც მხოლოდ მის ახირებებით მოქმედებენ, ვერაფრით შეუმეცნებიათ, რომ თაღლითები და წამგლეჯები ვერასდროს იქნებიან წარმატებული პოლიტიკაში”, – წერს აბაშიძე Facebook-ზე.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ახალშობილი აშშ-ის დროშის ფონზე

აშშ-ის სასამართლომ დაბლოკა ტრამპის ბრძანება, რომელიც ე.წ. „სამშობიარო ტურიზმს“ კრძალავს

⚖️🇺🇸 მერილენდის ფედერალურმა სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციის ბრძანების ამოქმედება დროებით შეაჩერა. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.