4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

გია აბაშიძე: საქართველოს ხელისუფლების მართებული პასუხი ვილნიუსსა და ტალინს უსინდისო სანქციებისთვის – არანაირი შემხვედრი ზომები, ვრჩებით ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში

საქართველოს ხელისუფლების მართებული პასუხი ვილნიუსსა და ტალინს უსინდისო სანქციებისთვის – არანაირი შემხვედრი ზომები, ვრჩებით ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში, – ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე ლიეტუვისა და ესტონეთის მხრიდან სანქციების დაწესებას საქართველოს მთავრობის წევრებისთვის.

აბაშიძის თქმით, ბალტიის ქვეყნებს ყველაზე დიდი პრობლემა აქვთ სუვერენიტეტის კუთხით ევროკავშირში და მათი საგარეო-პოლიტიკური გადაწყვეტილებები ხშირად გარედან კარნახით მიიღება.

„საქართველოს ხელისუფლების მართებული პასუხი ვილნიუსსა და ტალინს უსინდისო სანქციებისთვის – არანაირი შემხვედრი ზომები, ვრჩებით ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში.

ეს გადაწყვეტილება აიხსნება შემდეგი გარემოებებით:

არ უნდა დაზიანდეს ტრადიციული მეგობრობა ქართველ, ესტონელ და ლიეტუველ ხალხებს შორის;

ბალტიის ქვეყნებს ყველაზე დიდი პრობლემა აქვთ სუვერენიტეტის კუთხით ევროკავშირში. მათი საგარეო-პოლიტიკური გადაწყვეტილებები ხშირად გარედან კარნახით მიიღებიან;

ევროკრატიული ნეგატივი დროებითია და შეიცვლება 20 იანვრის შემდეგ“, – წერს გია აბაშიძე.

ავტორი:

ბოლო სიახლეები