4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

„გემო ფესტი“ მესტიაში 24-25 თებერვალს გაიმართება

მესტიაში „გემო ფესტი“ 24-25 თებერვალს გაიმართება. თავდაპირველად ფესტივალი 17-18 თებერვალს უნდა გამართულიყო, თუმცა საქართველოში დატრიალებული სტიქიური უბედურებების გამო გადაიდო:

„სამწუხაროდ, ბოლო დღეებში არაერთი ტრაგედია მოხდა, რომლით გამოწვეულ მწუხარებასაც, მთელ საქართველოსთან ერთად, ჩვენც სრულად ვიზიარებთ.

გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი საყვარელი „გემო ფესტი“ ერთი კვირით გადავდოთ და ჩავატაროთ 24-25 თებერვალს.

გვჯერა, რომ ყველასათვის გასაგები იქნება ჩვენი პოზიცია.

შევხვდებით მესტიაში 24-25 თებერვალს“ – ნათქვამია ფესტივალის საორგანიზაციო ჯგუფის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ავტორი:

ბოლო სიახლეები