5 ოქტომბერი, ორშაბათი, 2026
5 ოქტომბერი, ორშაბათი, 2026

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ვარლამ წიკლაური საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ ინიცირებული ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის მონაწილე სტუდენტებს შეხვდა

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ვარლამ წიკლაური საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ ინიცირებული ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის მონაწილე სტუდენტებს შეხვდა.

ვარლამ წიკლაურმა ახალგაზრდებს წარმატებები უსურვა და მუნიციპალიტეტის მხარდაჭერა დაუდასტურა.

ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის ფარგლებში, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის სამსახურებსა და მერიას დაქვემდებარებულ იურიდიულ პირებში სტაჟირებას 9 სტუდენტი გაივლის.

სტუდენტთა ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა, საქართველოს მთავრობის მეთაურის გადაწყვეტილებით, 2026 წლის სექტემბრიდან გამოცხადდა.
3-თვიან ანაზღაურებად სტაჟირებას, პროგრამის მონაწილე სტუდენტები, ქვეყნის მასშტაბით, ყველა საჯარო უწყებაში გაივლიან.

შეხვედრას ადმინისტრაციული და იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელი ევა იველაშვილი და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების ხელმძღვანელი ელენე გოგოლაძე ესწრებოდნენ

ავტორი:

ბოლო სიახლეები