4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

აშშ-მა და რუსეთმა საუდის არაბეთში მოლაპარაკებები დაასრულეს. შეხვედრა 4,5 საათს გაგრძელდა

აშშ-ის და რუსეთის დელეგაციებმა საუდის არაბეთში მოლაპარაკებები დაასრულეს, რომლებიც 4,5 საათს გაგრძელდა, – იუწყება რუსული მედია.

გავრცელებული ინფორმაციით, მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის ყველა საკითხთან დაკავშირებით სერიოზული საუბარი მიმდინარეობდა. ჯერ ძნელია იმის თქმა, რომ ორ ქვეყანას შორის პოზიციები დაახლოვდა. დაიწყება მუშაობა ვლადიმერ პუტინისა და დონალდ ტრამპის შეხვედრის მოსამზადებლად.

რუსეთის მხრიდან მოლაპარაკებებში მონაწილეობას იღებდნენ საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი და პრეზიდენტის თანაშემწე, იური უშაკოვი. აშშ-ის დელეგაცია მოლაპარაკებებზე წარმოდგენილია სახელმწიფო მდივნით, მაკრო რუბიოთი, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩევლით მაიკ უოლცით და ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლით სტივ უიტკოფით.

მოლაპარაკებების დაწყებამდე მაგიდასთან ასევე ისხდნენ საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ფეისალ ბენ ფარხან ალ-საუდი და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველი მუსაიდ ბენ მუჰამედ ალ-აიბანი.

მოლაპარაკებები ორ რაუნდად მიმდინარეობდა. პირველი რაუნდის დროს იყო 15 წუთიანი შესვენება.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე დიუშენის სამკურნალო მედიკამენტზე: „ჯივინოსტატი“ მომდევნო კვირის დასაწყისში იქნება თბილისში

💊 სასიხარულო ინფორმაცია: დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო პრეპარატი „ჯივინოსტატი“ თბილისში მომდევნო კვირის დასაწყისში ჩამოვა.