გიორგიწმინდაში, იმერეთის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები სრულდება

გლდანის რაიონის გამგეობა, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების ფარგლებში, გიორგიწმინდის დასახლებაში, იმერეთის ქუჩისა და ჩიხების კეთილმოწყობას ასრულებს.

სამუშაოების შედეგად, 5 000 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე ასფალტის საფარი იგება. აღნიშნულისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან დაახლოებით, 300 000 ლარამდე დაიხარჯება.

გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ კალაძე მიმდინარე სამუშაო პროცესს ადგილზე გაეცნო.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ქარელისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტებში საჯარო სკოლების რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია იწყება

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხისში და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ საყულიაში საჯარო სკოლების აღდგენას იწყებს. ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა...