ზურაბ ქადაგიძე სააკაშვილს: ამერიკელებმა კი არ გადაგვარჩინეს, ამერიკელებმა გვაომეს და მათ შეგიყვანეს ომში, მათი დავალებით გააკეთე ის რაც გააკეთე – ახლაც მიზანი იგივე აქვთ, ცდილობენ მოასწრონ, სანამ ადმინისტრაცია შეიცვლება

ამერიკელებმა კი არ გადაგვარჩინეს, ამერიკელებმა გვაომეს და სწორედ ამერიკელებმა შეგიყვანეს 2008 წელს მაგ ომში, მათი დავალებით გააკეთე ის რაც გააკეთე!, – წერს „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე, რითაც მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქ სტატუსს ეხმიანება, რომელიც ამბობს, რომ სტრატეგიულ პარტნიორობას ამერიკასთან ხელი მოეწერა მისი პრეზიდენტობის დროს და რომ აშშ-მ გადაარჩინა საქართველო 2008 წელს.

როგორც ქადაგიძე წერს, საქართველო აუცილებლად დაიცავს საკუთარ სუვერენიტეტს.

„სააკაშვილს მინდა შევახსენო, ამ ნაძირალას, ამერიკელებმა კი არ გადაგვარჩინეს, ამერიკელებმა გვაომეს და სწორედ ამერიკელებმა შეგიყვანეს 2008 წელს მაგ ომში, მათი დავალებით გააკეთე ის რაც გააკეთე!

ახლაც მიზანი იგივე აქვთ, ცდილობენ მოასწრონ, სანამ ადმინისტრაცია შეიცვლება. არაფერი გამოვა მაგ საქმიდან, საქართველო აუცილებლად დაიცავს საკუთარ სუვერენიტეტს, შენ კი სამშობლოს ღალატისთვის ციხეში იქნები ძალიან დიდხანს, ოღონდ ვივამედის პალატაში არა, ციხეში, სადაც შენი ადგილია!“, – წერს ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

გიორგი გამსახურდია: ყველაფერს რომ ბიუჯეტის ხარჯზე ყიდულობდნენ, ეს მართლა ქვეყნის მღლეტავები,...

გიორგი გამსახურდია ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება და აცხადებს, რომ ადამიანები, რომლებიც ტანსაცმელს, საკვებს თუ მდიდრულ მოგზაურობებს ბიუჯეტის ხარჯზე ყიდულობდნენ, ბიძინა...

არჩილ გორდულაძე: თუ ნიკა...