ზურაბ ქადაგიძე ფულის გათეთრების საქმეზე: არჩევნებამდე ორი კვირით ადრე ვის დასჭირდა ამდენი “ქეში” და ვინ ცდილობს არადეკლარირებული თანხების “გათეთრებას” ?!

საქართველოს პროკურატურამ გამოავლინა შოკისმომგვრელი ფაქტი – 624 მილიონი ლარი დოლარის სახით და 35 მილიონი ევრო. და აქ ჩნდება კითხვა – არჩევნებამდე ორი კვირით ადრე ვის დასჭირდა ამდენი “ქეში” და ვინ ცდილობს არადეკლარირებული თანხების “გათეთრებას” ?! – წერს “ხალხის ძალის” წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.

მისივე თქმით, არსებობს ძალიან დიდი ალბათობა, რომ აღნიშნული სქემა სოროსის ფონდით დაფინანსებულ NGO-სექტორთან იყოს დაკავშირებული.

“საქართველოს პროკურატურამ გამოავლინა შოკისმომგვრელი ფაქტი – 624 მილიონი ლარი დოლარის სახით და 35 მილიონი ევრო.

და აქ ჩნდება კითხვა – არჩევნებამდე ორი კვირით ადრე ვის დასჭირდა ამდენი “ქეში” და ვინ ცდილობს არადეკლარირებული თანხების “გათეთრებას” ?!

ძალიან დიდი ალბათობით – სოროსის ფონდით დაფინანსებულ NGO-სექტორი, რომელიც წლებია სისტემატურად ებრძვის სახელმწიფო ინსტიტუტებს და ცდილობს, პოლიტიკური სპეკულაციებით დაიბრუნოს გავლენები, რომელიც 2003-2012 წლებში ჰქონდა.

საინტერესო იქნება, გამოძიების ოფიციალური დეტალები, რომელიც მალე გასაჯაროვდება.”- წერს ქადაგიძე.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

გია აბაშიძე: ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის მიერ საქართველოს „სამხრეთ კავკასიაში პირველ სტრატეგიულ პარტნიორად“...

ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის მიერ საქართველოს „სამხრეთ კავკასიაში პირველ სტრატეგიულ პარტნიორად“ მოხსენიება საყურადღებო გზავნილია და მიუთითებს, რომ პეკინი საქართველოს სულ უფრო მნიშვნელოვან ადგილს ანიჭებს საკუთარ ევრაზიულ...