ზუგდიდელი ჟურნალისტი კლარა ფაჩუაშვილი გარდაიცვალა

ზუგდიდელი ჟურნალისტი კლარა ფაჩუაშვილი 90 წლის ასაკში გარდაიცვალა. კლარა ფაჩუაშვილი  ღირსების ორდენის კავალერია.

ჟურნალისტი სხვადასხვა დროს სხვადასხვა გამოცემებში მუშაობდა: იყო  ენგურქაღალდკომბინატის გაზეთ ”ენგურის მუშის” რედაქტორის მოვალეობის შემსრულებელი, გაზეთ ”ზუგდიდის” და ჟურნალ ”ზუგდიდელების” კორესპონდენტი.

2016 წელს კლარა ფაჩუაშვილმა გამოსცა წიგნი “ქალი სუსტი-ქალი ძლიერი”. წიგნი სამი ნაწილისგან შედგება: მემუარები, წერილები და შემოქმედება.

stv უსამძიმრებს კლარა ფაჩუაშვილის გარდაცვალებას მის ნათესავებს, ახლობლებსა და კოლეგებს.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ირაკლი კობახიძე: ცნობილი გამონათქვამიც არის, რომ 20%-ია ოკუპირებული, რეალურად, 18%-ია მაჩვენებელი,...

რაც შეეხება იმას, თუ რამდენი პროცენტია ოკუპირებული: ნუ, ჩვენ ვიცით, ცნობილი გამონათქვამიც არის, რომ 20%-ია ოკუპირებული. რეალურად, თუ უფრო ზუსტად გაინტერესებთ, 18%-ია მაჩვენებელი —...