ზელენსკიმ ფონ დერ ლაიენთან ანტიკორუფციული ორგანოების დამოუკიდებლობის შესახებ კანონპროექტი განიხილა

უკრაინის ევროპული ინტეგრაცია, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაძლიერება და უკრაინის ანტიკორუფციული ორგანოების მუშაობა ვოლოდიმირ ზელენსკისა და ურსულა ფონ დერ ლაიენის სატელეფონო საუბრის მთავარი თემები იყო. უკრაინის პრეზიდენტის ცნობით განსაკუთრებული ყურადღება ანტიკორუფციული ორგანოების დამოუკიდებლობის შესახებ კანონპროექტს დაეთმო, რომლის დამტკიცება მომავალ კვირას იგეგმება.

„ვისაუბრეთ კანონპროექტზე, რომელიც გარანტირებულს ხდის უკრაინის ანტიკორუფციული ორგანოების დამოუკიდებლობასა და ეფექტიანობას. ჩვენ ერთნაირი ხედვა გვაქვს: მნიშვნელოვანია, რომ კანონპროექტი დაუყოვნებლივ იყოს მიღებული, უკვე შემდეგ კვირას“, – წერს ზელენსკი.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

არჩილ გორდულაძე: „ლელომ“ სცადა უარეყო, რომ ალეკო ელისაშვილს რაიმე კავშირი აქვს...

საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ მოსამართლის, ევა გოცირიძის კითხვის პასუხად, ალეკო ელისაშვილის „ქმედება რამდენად უნდა შეერაცხოს პარტიას და იყო...