ზელენსკი: უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველსაყოფად სამშვიდობო ძალები აშშ-მაც უნდა გამოყოს

უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველსაყოფად, სამშვიდობო ძალები ამერიკის შეერთებულმა შტატებმაც უნდა გამოყოს, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სააგენტო Bloomberg-თან ინტერვიუს დროს.

სააგენტოს ცნობით, ამ მოსაზრებას კიევის ევროპელი პარტნიორებიც ეთანხმებიან და ცდილობენ აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაც დაითანხმონ.

Bloomberg-ის ინფორმაციით, ევროპაში აცხადებენ, რომ ამერიკის ახალი პრეზიდენტი თავდაპირველი წინააღმდეგობის მიუხედავად, შესაძლოა, ამ იდეას შეუერთდეს, თუმცა ჯერ ნაადრევია იმაზე საუბარი, თუ რა შემადგენლობის სამშვიდობოები განლაგდებიან უკრაინაში, რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ხუთი პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასა და მათ აკრძალვაზე საკონსტიტუციო სასამართლოში პროცესი...

ხუთი პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასა და მათ აკრძალვაზე საკონსტიტუციო სასამართლოში პროცესი ცენტრალური ნაწილის განხილვით გრძელდება. სხდომა დღეს 14:00 საათზეა ჩანიშნული. მიმდინარე კვირიდან საქმე ახსნა განმარტების...