ზელენსკი: თუ რუსეთ დაბომბავს ჩვენს ენერგეტიკას, ჩვენ ვუპასუხებთ

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ თუ რუსეთი 30-დღიანი დროებითი ზავის დროს კრაინულ ენერგეტიკულ ობიექტებს დაბომბავს, ოფიციალური კიევი იმავე ქმედებებით უპასუხებს.

„შეუძლებელია იყოს ისე, რომ რუსეთმა დაარტყას ჩვენ ენერგეტიკას, ხოლო ჩვენ ჩუმად ვისხდეთ. ჩვენც ვუპასუხებთ. თუმცა ორივე მხარეს – რუსულს და უკრაინულ – ენერგეტიკის არ დაბომბვა შეუძლია. ჩვენი მხარე ამას მხარს დაუჭერს“ – თქვა ზელენსკიმ.

როგორც მან აღნიშნა, ენერგეტიკული ობიექტების დაბომბვაზე მორატორიუმის გამოცხადება თავდაპირველად უკრაინული მხარის იდეა იყო, რომელიც მან ამერიკას გაუზიარა და ამის მიღწევას ვაშინგტონის შუამავლობით ცდილობდა.

ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა და რუსეთის ლიდერმა, ვლადიმერ პუტინმა სატელეფონო საუბარი გამართეს. ტრამპმა პუტინს 30 დღის მანძილზე უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმებისგან თავის შეკავება შესთავაზა. პუტინი ამ იდეას დათანხმდა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ეკა სეფაშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესს ძალიან ბევრი ადამიანი აკვირდება და...

საქართველოს სასამართლო სისტემაში უხეშ ჩარევად შეაფასა „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა ეკა სეფაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის მოთხოვნით მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით უცხოელი...