ზაზა შათირიშვილი: აბსოლუტური ბლეფია ტრამპის მუქარა, რომ შესაძლოა აშშ-მა ნატო დატოვოს. მაშ რა მიზანი აქვს ტრამპის რიტორიკას ნატოს წინააღმდეგ? – მთელი ეს სპექტაკლი, სწორედ ვიქტორ ორბანის პოლიტიკური გუნდის დანგრევას და არჩევნებში მის გარდაუვალ მარცხს უკავშირდება

ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი უნგრეთში მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ვრცელ პოსტს აქვეყნებს.

ის ბლეფს უწოდებს დონალდ ტრამპის მუქარას აშშ-ის მიერ ნატოს შესაძლო დატოვებაზე და მიიჩნევს, რომ მთელი სპექტაკლი ვიქტორ ორბანის პოლიტიკური გუნდის დანგრევას და არჩევნებში მის გარდაუვალ მარცხს უკავშირდება.

„რაც შეეხება ოლიგარქიული ოჯახების ასევე მთავარ საყრდენს, სამხედრო ძალას, იგივე „ნატოს“, ის არათუ დაიშლება, არამედ როგორც იცით, რამდენიმე თვის წინ, სწორედ ტრამპის ხელით ალიანსის წევრ ქვეყნებს ხარჯები კიდევ უფრო გააზრდევინეს და საბოლოოდ კიდევ უფრო მეტი ფინანსური ნაკადი მიმართეს ძალის გაძლიერებაში. ამ ფონზე, ცხადია აბსოლუტური ბლეფია ტრამპის მუქარა, რომ შესაძლოა აშშ-მა ნატო დატოვოს. როგორც ადამიანი საკუთარ თავს, საკუთარ სხეულს ვერ დატოვებს, ისევე ვერ დატოვებს აშშ ნატოს, რადგან ეს ერთი და იგივეა, ერთი ძალის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანოებია.

აშ რა ხდება, რა მიზანი აქვს ტრამპის რიტორიკას ნატოს წინააღმდეგ? შეკითხვა სავსებით ლეგიტიმურია და სიმართლე გითხრათ, მეც არაერთი ამოუხსნელი ფორმულა მქონდა ამ საკითხთან დაკავშირებით, სანამ „დიპ სტეიტის“ ეს ძალიან ჭკვიანური, ამავე დროს მზაკვრული სტრატეგიული სვლა ტრამპის ანტიევროპულ ისტერიას არ დავუკავშირე. აი აქ კი, ყველაფერი თავის ადგილზე დადგა. გადაჭრით შემიძლია ვთქვა, რომ მთელი ეს სპექტაკლი, რომლის გათამაშებაც ოლიგარქიულმა ოჯახებმა ჯერ კიდევ 1 წლის წინ დაიწყეს – სწორედ ვიქტორ ორბანის პოლიტიკური გუნდის დანგრევას და არჩევნებში მის გარდაუვალ მარცხს უკავშირდება“- წერია შათირიშვილის წერილში.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ცოტნე ანანიძე ბერა ივანიშვილის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე: “ტვ პირველის” დაუდასტურებელი ინფორმაციით,...

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე, “ტვ პირველის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის თანახმად, ბერა ივანიშვილი საქართველოდან გაფრინდა, ხოლო, აეროპორტში ის მამამ,...