ზაალ ანჯაფარიძე: დარწმუნებული ვარ, შუაღამეს თეა წულუკიანის სახლთან ახალგაზრდა ორკების მივარდნა, იყო რადიკალური ოპოზიციური პარტიების და ენჯეოების ორგანიზებული და დაფინანსებული აქცია – ისინი გრძნობენ, რომ საგამოძიებო კომისიის მუშაობის ყოველი მომდევნო დღე ამ პარტიების და მათი სატელიტების კისერზე ყულფის დავიწროებაა

დარწმუნებული ვარ, რომ წუხელ შუაღამეს თეა წულუკიანის სახლთან ახალგაზრდა ორკების მივარდნა, ხმაური, რასაც ფართოდ აშუქებდა პარტიული ნაცმედია, იყო რადიკალური ოპოზიციური პარტიების და მათთან აფილირებული ენჯეოების ორგანიზებული და დაფინანსებული აქცია, – წერს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

ის მიიჩნევს, რომ რადიკალური ოპოზიციური პარტიები და მათი სატელიტები გრძნობენ, საგამოძიებო კომისიის მუშაობის ყოველი მომდევნო დღე მათ კისერზე ყულფს როგორ ავიწროებს, ამიტომ ხაფანგში მოხვედრილი მხეცის მსგავსად ფართხალებენ.

“დარწმუნებული ვარ, რომ წუხელ შუაღამეს თეა წულუკიანის სახლთან ახალგაზრდა ორკების მივარდნა, ხმაური, რასაც ფართოდ აშუქებდა პარტიული ნაცმედია, იყო რადიკალური ოპოზიციური პარტიების და მათთან აფილირებული ენჯეოების ორგანიზებული და დაფინანსებული აქცია.

ისინი გრძნობენ, რომ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის მუშაობის ყოველი მომდევნო დღე ამ პარტიების და მათი სატელიტების კისერზე ყულფის დავიწროებაა და ფართხალებენ, როგორც ხაფანგში მოხვედრილი მხეცი.

სწორად აღნიშნა, ერთ-ერთმა ჩემმა ფბ-მეგობარმა, რომ ხვალ, ზეგ, მასზეგ ეს ორკები შეიძლება მიუვარდნენ და ააწიოკონ ნებისმიერი, ვისაც მათი პატრონები/დამკვეთები მიზანში ამოიღებენ და მერე ამ ბანდებს მიუქსევენ.” – წერს ზაალ ანჯაფარიძე.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ზაალ ანჯაფარიძე EPC-ის სამიტზე ირაკლი კობახიძის დასწრებაზე: ფოტო სწორედ Euronews...

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-9 სამიტზე პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მონაწილეობას და გავრველებულ ფოტოს ეხმიანება. როგორც ანჯაფარიძე აღნიშნავს, ფოტოზე, რომელზეც სხვა ქვეყნის...