ზაალ ანჯაფარიძე: ასეთ საპასუხისმგებლო და ჩვენთვის მნიშვნელოვან მომენტში, როდესაც აშშ-ში ხელისუფლების გადაბარება მიმდინარეობს, იქ ჩვენი ელჩის გადადგომა გაუმართლებელი მოტივით – ზეწოლას ვერ გაუძლოო, არის მისი მხრიდან არათუ უპასუხისმგებლო, არამედ ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯი

მავანი შეიძლება არ დამეთანხმოს,  მაგრამ ასეთ საპასუხისმგებლო და ჩვენთვის მნიშვნელოვან მომენტში, როდესაც აშშ-ში ხელისუფლების გადაბარება მიმდინარეობს,  იქ ჩვენი ელჩის გადადგომა, სრულიად გამაოგნებელი და გაუმართლებელი (ზეწოლას ვერ გაუძლოო) მოტივით, არის მისი მხრიდან არათუ უპასუხისმგებლო,  არამედ ჩემი აზრით ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯი,  –  ასე ეხმიანება ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე, აშშ-ში საქართველოს ელჩის, დავით ზალკალიანის მიერ თანამდებობის დატოვებას.

მისი განცხადებით, ელჩი ვალდებულია, გაუძლოს სტერსულ სიტუაციებს და განაგრძოს მუშაობა რაც არ უნდა მოხდეს. ანჯაფარიძე აღნიშნავს იმასაც, რომ ოპოზიცია ტრამპის გარემოცვასთან კონტაქტებს უკვე ეძებს, ამიტომ, საჭიროა აშშ-ში ახალი ელჩის დანიშნვა.

“მავანი შეიძლება არ დამეთანხმოს,  მაგრამ ასეთ საპასუხისმგებლო და ჩვენთვის მნიშვნელოვან მომენტში, როდესაც აშშ-ში ხელისუფლების გადაბარება მიმდინარეობს,  იქ ჩვენი ელჩის გადადგომა, სრულიად გამაოგნებელი და გაუმართლებელი (ზეწოლას ვერ გაუძლოო) მოტივით, არის მისი მხრიდან არათუ უპასუხისმგებლო,  არამედ ჩემი აზრით ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯი. ელჩი იმიტომ არის ელჩი, რომ ის ვალდებულია გაუძლოს სტრესულ სიტუაციებს და განაგრძოს მუშაობა, რაც არ უნდა მოხდეს.

ოპოზიცია უკვე ეძებს კონტაქტებს ტრამპის გარემოცვასთან. ამიტომ, აშშ-ში სასწრაფოდ უნდა დაინიშნოს ახალი და რომ იტყვიან ყოველმხრივ შემოწმებული (მათ შორის სტრეს ტესტზე) ელჩი. თუ რატომ,  ვფიქრობ ბევრ ახსნას არ საჭიროებს” –  წერს ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

არჩილ გორდულაძე: რაც გვარამიამ სასამართლოს სხდომაზე იკადრა, მისი მსგავსი ფიგურისთვისაც კი...

ბიძინა ივანიშვილს, არასოდეს მისი მოღვაწეობის მანძილზე არათუ ბიუჯეტის თანხა არ მიუღია, ის წლების მანძილზე პირადად ავსებდა ქვეყნის ბიუჯეტს, როდესაც სწორედ ნაცმოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში...

არჩილ გორდულაძე: თუ ნიკა...