ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსული ტერორი უცხოური კომპონენტების გარეშე შეუძლებელია. რუსეთი უკვე აწარმოებს „დრონ-კამიკაძეებს“, რომლებითაც უკრაინას უტევს

„დრონი-კამიკაძეები“, რომლებითაც რუსეთი უკრაინას უტევს და ერთ-ერთი ბოლო შემთხვევა 24 იანვარს, კიევის ოლქში მოხდა, უკვე რუსეთშია წარმოებული, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

„თავიდან ირანი რუსეთს მზა Shahed-ს გადასცემდა. შემდეგ თათრეთში საკუთარი წარმოება აითვისეს – ერთ-ერთ ეროვნულ ტერიტორიაზე, რომელსაც მოსკოვი ამ დრომდე აკონტროლებს. მიუხედავად იმისა, რომ ეს Shahed-ები ფაქტობრივად რუსულია, მათ შექმნას იქ ვერ შეძლებდნენ უცხოეთიდან მომარაგების გარეშე“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, რუსების ყოველი დრონი და რაკეტა „უცხოური კომპონენტების, კრიტიკული კომპონენტების საფუძველზე იწარმოება, რომლის გარეშეც რუსული ტერორი საერთოდ შეუძლებელი იქნებოდა“.

„31 Shahed-ი გასული ღამის განმავალობაში – ეს დაახლოებით 2635 კომპონენტია მოწოდებული სხვა ქვეყნებისგან. ეს არის მიკროსქემები, გადამრთავები, ტრანსივერები. ნებისმიერი კომპონენტის მიწოდება რუსეთისთვის უნდა შეწყდეს, რათა ეს ტერორი შეჩერდეს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

თამთა მეგრელიშვილი: საერთაშორისო არენაზე განვითარებული პროცესების ანალიზი აჩვენებს, რომ დღეს სასწორზე...

„ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში რადიკალური ოპოზიციის მიერ დაგეგმილ საპროტესტო აქციას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ეს შეკრება გარე ძალების სტრატეგიასა და მიზნებს...