ვიქტორ ორბანი – მომდევნო 100 წლის განმავლობაში უნგრეთში არ იქნება პარლამენტი, რომელიც უკრაინელების ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს დაუჭერს

უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებისკენ სწრაფვას უნგრეთში მხარდაჭერის მოპოვების შანსი არ აქვს, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა.

მისი თქმით, რომ უნგრეთის ამჟამინდელი მთავრობა კატეგორიულად ეწინააღმდეგება უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას.

„ვფიქრობ, რომ მომდევნო 100 წლის განმავლობაში უნგრეთში არ იქნება პარლამენტი, რომელიც უკრაინელების ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს დაუჭერს“, – აღნიშნა ორბანმა.

მისი მტკიცებით, კიევი უნგრეთის მომავალი საპარლამენტო არჩევნების შედეგებზე გავლენის მოხდენის ცდილობს, რათა ამჟამინდელი მთავრობა უკრაინისთვის უფრო ხელსაყრელით ჩანაცვლდეს. ამით აღფრთოვანებული არ ვარ და ვებრძვით ამას“, – აღნიშნა ორბანმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს ელჩი ვალიდ აბუ ჰაია მადლობას უხდის პარტია „ქართული...

საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს ელჩი ვალიდ აბუ ჰაია მადლობას უხდის პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს გამართული შეხვედრისთვის. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და ისრაელს შორის...