USAID-მა თანამშრომლები ადმინისტრაციულ შვებულებაში გაუშვა

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) განაცხადა, რომ თავის თანამშრომლებს მთელ მსოფლიოში ადმინისტრაციულ შვებულებაში უშვებს. ინფორმაციას DW ავრცელებს.

მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საზღვარგარეთ USAID-ის ყველა მისიამ დახურვის ბრძანება მიიღო, ხოლო პერსონალს აშშ-ში დააბრუნებენ.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თანამდებობის დაკავებისთანავე 90 დღით სხვა ქვეყნებისთვის საერთაშორისო დახმარების გაწევა გაყინა. მისი ეს განკარგულება USAID-საც შეეხო. მოგვიანებით ტრამპის ადმინისტრაციაში აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ილონ მასკმა მკაცრად გააკრიტიკა ორგანიზაცია და ის თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში დაადანაშაულა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

თამთა მეგრელიშვილი: საერთაშორისო არენაზე განვითარებული პროცესების ანალიზი აჩვენებს, რომ დღეს სასწორზე...

„ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში რადიკალური ოპოზიციის მიერ დაგეგმილ საპროტესტო აქციას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ეს შეკრება გარე ძალების სტრატეგიასა და მიზნებს...