4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

USAID-ის ყოფილი ხელმძღვანელის, სამანტა პაუერის ქონება 30 მილიონი დოლარია, მაშინ, როცა მისი წლიური ხელფასი 180 ათას დოლარს შეადგენდა

USAID-ის ყოფილი ხელმძღვანელის, სამანტა პაუერის ქონება 30 მილიონ დოლარს შეადგენს. ინფორმაციას შეერთებული შტატების სამთავრობო ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ილონ მასკი სოციალურ ქსელ X-ში აზიარებს.

მასკი კითხულობს, თუ როგორ შეძლო პაუერმა, საკუთარ ყოველწლიურ ხელფასზე ასჯერ დიდი ოდენობის სიმდიდრის დაგროვება.

ტრამპის ადმინისტრაციის ფარგლებში, მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მიერ გაზიარებულ პოსტში წერია, რომ სამანტა პაუერის წლიური ხელფასი, 180 ათას დოლარს შეადგენდა, თუმცა მისი ქონება 3 წელიწადში ექვსი მილიონი დოლარიდან 30 მილიონ დოლარამდე გაიზარდა.

 

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ახალშობილი აშშ-ის დროშის ფონზე

აშშ-ის სასამართლომ დაბლოკა ტრამპის ბრძანება, რომელიც ე.წ. „სამშობიარო ტურიზმს“ კრძალავს

⚖️🇺🇸 მერილენდის ფედერალურმა სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციის ბრძანების ამოქმედება დროებით შეაჩერა. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.