ცოტნე ანანიძე ჯო უილსონზე: ეს კონგრესმენი კონვერტებს ხსნის, რომელშიც საქართველოდან გაგზავნილი ოპოზიციის ფანტაზია და ფული დევს, ფანტაზიებს აქვეყნებს

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე, ამერიკელი კონგრესმენის, ჯო უილსონის მიერ გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება, რომლის თქმითაც, „ქართული ოცნების“ რეჟიმი ცდილობს ქვეყნის ირანისთვის, ჩინეთისთვის და რუსეთისთვის მიყიდვას ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ“.

ანანიძის განცხადებით, ჯო უილსონი საქართველოდან ოპოზიციის მითითებებს ასრულებს და მათ მიერ გაგზავნილ კონვერტს ხსნის, რომელშიც „ფანტაზია და ფული დევს“.

„ეს კონგრესმენი კონვერტებს ხსნის, რომელშიც საქართველოდან გაგზავნილი ოპოზიციის ფანტაზია და ფული დევს. ფანტაზიებს აქვეყნებს…“ – წერს ცოტნე ანანიძე.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

გიორგი გამსახურდია: როდესაც ზვიად გამსახურდიამ ქვეყანას თავისუფლება და დამოუკიდებლობა მოუტანა,...

გიორგი გამსახურდია ნიკა გვარამიას საკონსტიტუციო სასამართლოში გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც თქვა, რომ „36 წლის მერე იქ მივდივართ, საიდანაც ამოგვათრია ზვიად გამსახურდიამ“. როგორც გამსახურდია წერს,...