წინასწარი მონაცემებით, პორტუგალიის საპარლამენტო არჩევნებში მმართველი კოალიცია ლიდერობს

პორტუგალიის საპარლამენტო არჩევნებში, წინასწარი გამოკითხვებით, მმართველი მემარჯვენე-ცენტრისტული კოალიცია „დემოკრატიული ალიანსი“ ლიდერობს. ეგზიტპოლის მიხედვით, ალიანსმა ხმების 29,1%-ზე მეტი მიიღო, ხოლო ოპოზიციურმა „სოციალისტურმა პარტიამ“ ხმების 25,4% დააგროვა.

ულტრამემარჯვენე პარტია „ჩეგა“, სავარაუდოდ, ხმების 25,5%-ს მიიღებს, რაც იმას ნიშნავს, რომ „ჩეგამ“, შესაძლოა, ჩაანაცვლოს „სოციალისტური პარტია“ და პირველად გახდეს ქვეყნის მეორე პოლიტიკური ძალა.

ბოლო სამი წლის განმავლობაში ეს მესამე საპარლამენტო არჩევნებია ქვეყანაში.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ირაკლი კობახიძე: მრგვალი მაგიდა ეძღვნება ევროპაში დემოკრატიის მდგომარეობას, ყველა თემასთან დაკავშირებით...

მრგვალი მაგიდა ეძღვნება ევროპაში დემოკრატიის მდგომარეობას. ყველა თემასთან დაკავშირებით გამოვხატავთ ჩვენს პოზიციას, მათ შორის საქართველოს პერსპექტივიდან, ვეცდებით, დავანახოთ ჩვენს ევროპელ მეგობრებს არსებული ვითარება და...