„ცაჰალი“: ირანმა ისრაელის მიმართულებით ასზე მეტი უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვა

ირანმა ისრაელის მიმართულებით ასზე მეტი უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვა, – განაცხადა ისრაელის თავდაცვის არმიის („ცაჰალის“) წარმომადგენელმა, ბრიგადის გენერალმა ეფი დეფრინმა.

დეფრინის განცხადებით, ისრაელის საჰაერო ძალები უკვე მუშაობენ მათ ჩამოსაგდებად. მან კიდევ ერთხელ შეახსენა მოსახლეობას, რომ ისრაელში საგანგებო მდგომარეობა არის გამოცხადებული.

ცნობისთვის, ისრაელმა გამთენიისას ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია, სახელწოდებით „ლომთა ერი“ დაიწყო. ოპერაციის ფარგლებში დაიბომბა ირანის ბირთვული ობიექტები, ლიკვიდირებულია ირანის უმაღლესი სამხედრო თანამდებობის პირები და მეცნიერ-ფიზიკოსები, რომლებიც ბირთვულ პროგრამაზე მუშაობდნენ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

არჩილ გორდულაძე: სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში დადასტურდება, რომ წარმოდგენილი ფაქტები არის კონსტიტუციის...

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ განმარტა, რომ „სარჩელის განხილვა სასამართლოს პროცესზე, ეს არის პრევენცია“. მისივე განმარტებით, სარჩელის დაკმაყოფილების...