ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ განკარგულებას, რომლის მიხედვითაც, სუვერენული კეთილდღეობის ფონდი შეიქმნება – მისი თქმით, ამ ფონდის მეშვეობით TikTok-ის შეძენა იქნება შესაძლებელი

აშშ-ის პრეზიდენტმაб დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ განკარგულებას, რომლის მიხედვითაც, აშშ-ის ფინანსთა და ვაჭრობის დეპარტამენტებს ევალებათ სუვერენული კეთილდღეობის ფონდის შექმნა. პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ამ ფონდის მეშვეობით TikTok-ის შეძენა იქნება შესაძლებელი. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

დეტალები იმის შესახებ, თუ როგორ იმუშავებს და დაფინანსდება ფონდი ჯერ არ არის ხელმისაწვდომი.

ტრამპმა განაცხადა, რომ ის აწარმოებს მოლაპარაკებებს TikTok-ის შეძენასთან დაკავშირებით და სავარაუდოდ, თებერვალში მიიღებს გადაწყვეტილებას პოპულარული აპლიკაციის მომავალთან დაკავშირებით.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

თამთა მეგრელიშვილი: საერთაშორისო არენაზე განვითარებული პროცესების ანალიზი აჩვენებს, რომ დღეს სასწორზე...

„ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში რადიკალური ოპოზიციის მიერ დაგეგმილ საპროტესტო აქციას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ეს შეკრება გარე ძალების სტრატეგიასა და მიზნებს...