ტრამპის მომავალი მრჩეველი: ტრამპს უკრაინაში ომის დასრულება და არა მისი გაგრძელება სურს

აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს უკრაინაში ომის დასრულება და არა მისი გაგრძელება სურს, განაცხადა ტრამპის მიერ უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლის თანამდებობაზე წარდგენილმა მაიკ უოლცმა.

„პრეზიდენტმა [ტრამპმა] ნათლად განაცხადა, რომ მას ორივე მხარის მოლაპარაკებათა მაგიდასთან დასმა სურს. ის ფოკუსირებულია ომის დასრულებაზე და არა მის გაგრძელებაზე“, – თქვა უოლცმა.

ტრამპის მომავალმა მრჩეველმა აგრეთვე დასძინა, რომ უსაფრთხოების პოლიტიკის ხედვა უკრაინასთან მიმართებაში დამოკიდებულია მხოლოდ და მხოლოდ ტრამპზე.

„ეს ჩემზე კი არა, პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული“, – აღნიშნა უოლცმა

ავტორი:

ბოლო სიახლეები

დონალდ ტრამპი – ირანს მოლაპარაკების გაგრძელება სურს, აშშ-ს კი აქვს ამისთვის...

აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის თქმით, ირანს მოლაპარაკების გაგრძელება სურს, აშშ-ს კი აქვს ამისთვის დრო. თეთრ სახლში მედიის კითხვაზე პასუხისას, აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნააღნიშნა, რომ ეს არის...