თორნიკე ჭეიშვილი: ხაბეიშვილის ქმედებაში დანაშაულის ყველა კომპონენტი სახეზეა – საქვეყნოობაც, მოწოდებაც, დამხობასთან მიმართებაც და ობიექტი – სახელმწიფო ხელისუფლებაც. იურიდიულად კითხვის ნიშნები არ არსებობს, პოლიტიკური მართლმსაჯულება კი უკვე წარსულია და 13 წლის წინანდელ პერიოდს ჩაბარდა!

იურისტი სხვანაირად ვერ იმსჯელებს, აქ საქმე უმარტივესადაა: ხაბეიშვილის ქმედებაში დანაშაულის ყველა კომპონენტი სახეზეა – საქვეყნოობაც, მოწოდებაც, დამხობასთან მიმართებაც და ობიექტი – სახელმწიფო ხელისუფლებაც, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თორნიკე ჭეიშვილი წერს სოციალურ ქსელში და აქვეყნებს „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის“ 317-ე მუხლის ჩანაწერს.

ჭეიშვილის განცხადებით, საქმე სამართლებრივად დასრულებულია, პოლიტიკური მართლმსაჯულება კი უკვე წარსულს ჩაბარდა და 13 წლის წინანდელი რეალობას აღარ ეკუთვნის.

„იურისტი სხვანაირად ვერ იმსჯელებს, აქ საქმე უმარტივესადაა:
ხაბეიშვილის ქმედებაში დანაშაულის ყველა კომპონენტი სახეზეა – საქვეყნოობაც, მოწოდებაც, დამხობასთან მიმართებაც და ობიექტი – სახელმწიფო ხელისუფლებაც.
რაც შეეხება ქრთამის დაპირებას, ამ შემთხვევაში თავადაც არ შედიან კამათში და აქცენტი სპეცრაზმელების ჩვენებებზე (და იმ ნაწილზე, სადაც მოწმე პირად ემოციაზე საუბრობს, რომელსაც სამართლებრივ შეფასებასთან საერთო არაფერი აქვს) გადააქვთ, რაც საერთოდ რომ არ ყოფილიყო, მაინც არაფერი იცვლებოდა, რადგან დაპირებაც საჯაროდ იყო განხორციელებული და მასაც კონკრეტული ობიექტი ჰყავდა – ნებისმიერი სამართალდამცველი, ვინც არ შეასრულებდა დაკისრებულ მოვალეობას, გაიტანდა საიდუმლოს და ა.შ.

იურიდიულად კითხვის ნიშნები არ არსებობს, პოლიტიკური მართლმსაჯულება კი უკვე წარსულია და 13 წლის წინანდელ პერიოდს ჩაბარდა!“- წერს თორნიკე ჭეიშვილი.

https://www.facebook.com/share/p/1B34ZCaq9M/?mibextid=wwXIfr

ავტორი:

ბოლო სიახლეები

დავით ჩიხელიძე: ჩინეთის დელეგაციის ისტორიულ ვიზიტზე ოპოზიცია და ოპოზიციური მედიის დიდი...

ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის, ხან ჭენგის ვიზიტი საქართველოში მნიშვნელოვანი დიპლომატიური მოვლენაა. ეს ჩინეთის ასეთი მაღალი რანგის წარმომადგენლის პირველი ვიზიტია საქართველოში და კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ჩვენი...