თქვენ ვინ გეკითხებათ, მე რა შემომაქვს და არ შემომაქვს?! აბსოლუტურად ევროპულია – თემურ ჭყონიას პასუხი „ქრონიკის“ კითხვაზე – რამდენად სწორია პროევროპულობაზე საუბრის პარალელურად ოკუპანტ ქვეყანასთან თანამშრომლობა

თქვენ ვინ გეკითხებათ, მე რა შემომაქვს და არ შემომაქვს, – განაცხადა „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ დამფუძნებელმა თემურ ჭყონიამ რუსეთის ბაზარზე ოპერირების შესახებ „ქრონიკის“ კითხვაზე პასუხად.

ხოლო კითხვაზე, რამდენად სწორია პროევროპულობაზე საუბრის პარალელურად ოკუპანტ ქვეყანასთან თანამშრომლობა, ჭყონიამ უპასუხა: „აბსოლუტურად ევროპულია“.

მმართველი გუნდი ასაჯაროებს იმ კომპანიების სიას, რომლებიც რუსეთის ბაზარზე ოპერირებით მსხვილ შემოსავლებს იღებენ. აღნიშნულ კომპანიებს შორის არის „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიაც“.

საუბარია კომპანიებზე, რომლებიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას მუდმივად აკრიტიკებენ იმის გამო, რომ რუსეთ-უკრაინის ომის პარალელურად, საქართველომ რუსეთის ბაზარი ქართველი მეწარმეებისთვის გახსნილი დატოვა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ლადო სადღობელაშვილი წითლიძეს: კი არ აფეთქდა, ააფეთქეთ! დიახ თქვენ ააფეთქეთ! დაგეგმეთ...

კი არ აფეთქდა, ააფეთქეთ! დიახ თქვენ ააფეთქეთ! დაგეგმეთ და ააფეთქეთ! იურას რომ ემხილეთ არ გინდოდათ და მოკალით, მოკალით ისე როგორც მოკალით ათასობით! ეს თქვენი...