თინა ხიდაშელი Byline Times-ის სტატიაზე: დავეხმარეთ ჟურნალისტს ინფორმაციების მოძიებაში, ყველაფერ იმაში, რაც სჭირდება ჟურნალისტური გამოძიების ობიექტურად საწარმოებლად

„სამოქალაქო იდეის“ დამფუძნებელი თინა ხიდაშელი „ქრონიკასთან“ სატელეფონო საუბარში ამბობს, რომ Byline Times-ის სტატიისთვის ჟურნალისტს ინფორმაციების მოძიებაში დაეხმარა.

„სტატიის გამოქვეყნება არაფერი [თანხა] დამჯდარა. ასე არ ქვეყნდება სტატიები. ჩვენ დავეხმარეთ ჟურნალისტს ინფორმაციების მოძიებაში, ყველაფერ იმაში, რაც სჭირდება ჟურნალისტური გამოძიების ობიექტურად საწარმოებლად“, – აღნიშნა ხიდაშელმა.

„მოსკოვის კავშირები ქართულ რეჟიმთან კენსინგტონისა და ჩელსის გავლით გადიოდა”- ამ სახელწოდების სტატია ბრიტანულმა გამოცემა Byline Times-მა გამოაქვეყნა. სტატიამ ოპოზიციური მედიის ყურადღება მაშინვე მიიპყრო და „ნაცმოძრაობის“ ნარატივის მატარებელი ახალი ამბებიც მალევე გამოჩნდა ინტერნეტსივრცეში. ირკვევა, რომ სტატია, სადაც ავტორი ბიძინა ივანიშვილის რუსულ კავშირებზე მიანიშნებს, შეკვეთილი და დაფინანსებულია სოროსის ფონდის საქართველოს ოფისის მიერ და სერგი კაპანაძისა და ნატალია საბანაძის მოსაზრებებზეა აგებული.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ზაალ ანჯაფარიძე EPC-ის სამიტზე ირაკლი კობახიძის დასწრებაზე: ფოტო სწორედ Euronews...

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-9 სამიტზე პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მონაწილეობას და გავრველებულ ფოტოს ეხმიანება. როგორც ანჯაფარიძე აღნიშნავს, ფოტოზე, რომელზეც სხვა ქვეყნის...