4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

THESUN: ნიუ-იორკში 20-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი გაზის აფეთქების შემდეგ „ჩამოინგრა“. ძაღლები და დრონები ნანგრევებში მსხვერპლს ეძებენ

ბრიტანული გამოცემა Thesun-ი აქვეყნებს ვიდეო კადრებს, როდესაც ნიუ-იორკში 20-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ერთი გვერდი გაზის აფეთქების შემდეგ „ჩამოინგრა“. ძაღლები და დრონები ნანგრევებში მსხვერპლს ეძებენ.

ვიდეოში ნაჩვენებია გაზის აფეთქების შედეგად გამოწვეული დამანგრეველი შედეგები.

ნიუ-იორკის მერმა, ერიკ ადამსმა, განაცხადა, რომ ინფორმირებულია სიტუაციის შესახებ და მაცხოვრებლებს მოუწოდა, თავი აარიდონ აღნიშნულ ტერიტორიას.

„ნიუ-იორკელებო, ბრონქსის მოტ ჰეივენის რაიონში შექმნილი საგანგებო სიტუაციის შესახებ ინფორმირებული ვარ. ჩვენ მაშველებისგან ვიღებთ სიტუაციის სრულ შეფასებას და გავაგრძელებთ განახლებული ინფორმაციის მიწოდებას. გთხოვთ, თქვენივე უსაფრთხოებისთვის მოერიდოთ ტერიტორიას“, – დაწერა ადამსმა X-ზე.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ახალშობილი აშშ-ის დროშის ფონზე

აშშ-ის სასამართლომ დაბლოკა ტრამპის ბრძანება, რომელიც ე.წ. „სამშობიარო ტურიზმს“ კრძალავს

⚖️🇺🇸 მერილენდის ფედერალურმა სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციის ბრძანების ამოქმედება დროებით შეაჩერა. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.