The New York Times: ფრონტის დიდ ნაწილზე ინიციატივა რუსული ჯარის ხელში გადავიდა

ბრძოლის ველის დიდ ნაწილზე ინიციატივა რუსული ჯარის ხელში გადავიდა, რაზეც მიუთითებს მათი წინსვლა დონეცკის ოლქში – ავდეევკის, ბახმუტისა და მარინკის მახლობლად, და ხარკოვის ოლქში – კუპიანსკის მახლობლად, – ამის შესახებ გამოცემა The New York Times-ი წერს.

გამოცემის შეფასებით, ბოლო კვირებში რუსმა სამხედროებმა ცოცხალი ძალის მხრივ არსებული უპირატესობის ხარჯზე აღმოსავლეთ ფრონტზე მცირე ტერიტორიულ წინსვლას მიაღწიეს. როგორც The New York Times-ი წერს, ეს ხდება კიევისათვის კრიტიკულ მომენტში, ვინაიდან უკრაინა განიცდის სირთულეებს სამხედრო დახმარების მიღების მხრივ როგორც აშშ-დან, ასევე ევროკავშირიდან.

„ფრონტის ხაზზე ახლა სიტუაცია რთულია და ის თანდათან უარესდება. ამერიკული საბრძოლო მასალის გარეშე ჩვენ ვკარგავთ იმ ტერიტორიებს, რომელთა დასაბრუნებლადაც ზაფხულში დიდი სამუშაო გავწიეთ“, – აღნიშნავს ეროვნული უსაფრთხოების, თავდაცვისა და დაზვერვის საკითხებში უკრაინის რადის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ეგორ ჩერნევი.

The New York Times-ის ცნობით, ფრონტზე რუსული ჯარის წარმატება აიძულებს უკრაინის ხელმძღვანელობას, განიხილოს 500 000-მდე უკრაინელის მობილიზაციის შესაძლებლობა. უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელი კირილ ბუდანოვი აცხადებს, რომ მასშტაბური მობილიზაციის ალტერნატივა ამ ეტაპზე არ არსებობს.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

გიორგი გამსახურდია: ზოგი პოლიტიკოსი რომ დამდგარა, აი ჩვენ იმდენი გადავიტანეთ და...

ზოგი პოლიტიკოსი რომ დამდგარა და ბაზრობს, რომ აი ჩვენ იმდენი გადავიტანეთ, ამას გავუძელით, იმას გავუძელით და ვალს ადებენ, თავიანთი ჭკუით ბიძინას. რასაც მოესწარით, ყველაფერს...