თეთრი სახლი: ისრაელმა ღაზაში საბრძოლო მოქმედებების განახლების თაობაზე აშშ-ს აცნობა

ისრაელის მთავრობამ ღაზის სექტორში საბრძოლო მოქმედებების განახლების თაობაზე აშშ-ს აცნობა, – განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა, კაროლინ ლევიტმა.

მისი თქმით, ტრამპის ადმინისტრაციას და თეთრ სახლს „ებრაელებმა ღაზაში დღევანდელი დარტყმების თაობაზე ინფორმაცია მიაწოდეს“.

„და როგორც პრეზიდენტმა ტრამპმა მკაფიოდ მიანიშნა, „ჰამასი“, „ჰუსიტები“ და ყველა, ვინც არა მხოლოდ ისრაელის, არამედ შეერთებული შტატების დატერორებას ცდილობს, დიდ საფასურს გადაიხდიან. ისინი ჯოჯოხეთში აღმოჩნდებიან“, – აღნიშნა ლევიტმა.

როგორც თეთრი სახლის პრესმდივანმა განმარტა, „ყველა ტერორისტი ახლო აღმოსავლეთში“, აგრეთვე ირანი სერიოზულად უნდა მოეკიდოს პრეზიდენტ ტრამპს, როცა ის ამბობს, რომ მას კანონმორჩილი ადამიანების დაცვის არ ეშინია.

ცნობისთვის, ისრაელმა დღეს ღამით ღაზის სექტორში საბრძოლო მოქმედებები განაახლა, რომელიც იანვრიდან იყო შეჩერებული. ომის განახლების ძირითად მიზეზად ისრაელის მთავრობა დაჯგუფება „ჰამასის“ მიერ 2023 წლის 7 ოქტომბერს გატაცებული ებრაელი ტყვეების გათავისუფლებაზე უარის თქმას ასახელებს.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ეკა სეფაშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესს ძალიან ბევრი ადამიანი აკვირდება და...

საქართველოს სასამართლო სისტემაში უხეშ ჩარევად შეაფასა „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა ეკა სეფაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის მოთხოვნით მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით უცხოელი...