თენგიზ შარმანაშვილი პრეზიდენტის მიერ ძალადობრივ აქციებზე დაკავებული პირების შეწყალებაზე, რომლებმაც მიხეილ ყაველაშვილს შეწყალების თხოვნით მიმართეს: ვინც სახელმწიფო ინსტიტუტებს ცნობს, სახელმწიფოც გადადგამს მისკენ ნაბიჯს – თუ ასე ვიმოძრავებთ, სიძულვილს ოპონირება ჩაანაცვლებს

ეს არის ძალიან მისასალმებელი. ვინც სახელმწიფო ინსტიტუტებს ცნობს, სახელმწიფოც გადადგამს მისკენ ნაბიჯს,- წერს თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, თენგიზ შარმანაშვილი, პრეზიდენტ, მიხეილ ყაველაშვილის მიერ ძალადობრივი აქციების დროს დაკავებულ პირთა შეწყალების საკითხზე, რომლებმაც პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართეს.

შარმანაშვილის განცხადებით, მოვლენების მსვლელობა თუ ასე გაგრძელდება ნელ-ნელა სიძულვილს ოპონირება ჩაანაცვლებს.

“ეს არის ძალიან მისასალმებელი. ვინც სახელმწიფო ინსტიტუტებს ცნობს, სახელმწიფოც გადადგამს მისკენ ნაბიჯს. თუ ასე ვიმოძრავებთ, სიძულვილს ოპონირება ჩაანაცვლებს. ვინც სიძულვილს ვერ გაცდება, იქ სახელმწიფოც თავისას იტყვის.”- წერს შარმანაშვილი.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

სუსი: 2024 წლის 16 სექტემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარედ უკანონოდ...

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 2024 წლის 16 სექტემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად...