თენგიზ შარმანაშვილი ფავლენიშვილსა და შენგელიას მიერ ლარსზე გამართულ ბრიფინგზე: ამ ხალხს მრჩეველი არავინ ჰყავს ? “ნაციონალები” ლარსთან სააკაშვილის მიერ რუსების საქართველოში მოწვევასთან და საჩუქრების ჩუქებასთან არიან ასოცირებული და ეს მეორე რიგის ნაციონალები მათ ამ იარას კიდევ ერთხელ აშიშვლებენ? – შემდეგი ბრიფინგი რუსებისთვის გადაცემულ ენერგოონბიექტებთან ჩაატარეთ

თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, თენგიზ შარმანაშვილი,
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მმართველი საბჭოს თავმჯომარის, ირაკლი ფავლენიშვილის და პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრის, ბესო შენგელიას, მიერ ლარსის გამშვებ პუნქტზე გამართულ ბრიფინგს სოციალურ ქსელში ეხმიანება.

შარმანაშვილი ფავლენიშვილსა და შენგელიას “ მეორე რიგის ნაციონალებად” მოიხსენიებს და აცხადებს, რომ თავიანთი ქმედებებით “ნაცმოძრაობის” ძველ იარებს ხელახლა აშიშვლებენ იმ ფონზე, როდესაც ისინი რუსებისთვის საჩუქრების ჩუქებასა და მათ მოწვევასთან არიან ასოცირებულები.

“ამ ხალხს მრჩეველი არავინ ჰყავს ? ნაციონალები ლარსთან სააკაშვილის მიერ რუსების საქართველოში მოწვევასთან და საჩუქრების ჩუქებასთან არიან ასოცირებული და ეს მეორე რიგის ნაციონალები მათ ამ იარას კიდევ ერთხელ აშიშვლებენ ? კარგია, რომ არ ავიწყებთ ამ ამბებს ხალხს. შემდეგი ბრიფინგი რუსებისთვის გადაცემულ ენერგოონბიექტებთან ჩაატარეთ.”- წერს შარმანაშვილი.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

სუსი: 2024 წლის 16 სექტემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარედ უკანონოდ...

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 2024 წლის 16 სექტემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად...