თამთა მეგრელიშვილი: დააკავეს კრიმინალი, რომელმაც 700 მილიონი დოლარი გაათეთრა საქართველოში – ვინმე დაიჯერებს, რომ ეს არჩევნებთან და დაანონსებულ არეულობასთან კავშირში არ არის?

“ხალხის ძალის” წევრი, თამთა მეგრელიშვილი, პროკურატურის მიერ უპრეცედენტო ოდენობის – 624 მილიონი აშშ დოლარის და 35 მილიონი ევროს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ერთი პირი დაკავების ფაქტს სოციალურ ქსელში აფასებს.

მისი განცხადებით, ეს ყველაფერი არჩევნებთან და დაანონსებულ არეულობასთან არის კავშირში, ამიტომ, საზოგადოებას მეტი სიფხიზლე მართებს.

“დააკავეს კრიმინალი, რომელმაც 700 მილიონი დოლარი გაათეთრა საქართველოში…

ვინმე დაიჯერებს, რომ ეს ყველაფერი კავშირში არ არის არჩევნებთან და დაანონსებულ არეულობასთან?

კიდევ უფრო მეტი სიფხიზლე გვმართებს!” – წერს თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

გია აბაშიძე: ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის მიერ საქართველოს „სამხრეთ კავკასიაში პირველ სტრატეგიულ პარტნიორად“...

ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის მიერ საქართველოს „სამხრეთ კავკასიაში პირველ სტრატეგიულ პარტნიორად“ მოხსენიება საყურადღებო გზავნილია და მიუთითებს, რომ პეკინი საქართველოს სულ უფრო მნიშვნელოვან ადგილს ანიჭებს საკუთარ ევრაზიულ...