თამარ ჩერგოლეიშვილი სააკაშვილს: ყველაფერს გავაკეთებ, რომ შენნაირმა მოღალატემ ძალაუფლება ვერასოდეს დაიბრუნოს

“ღამურა” რომ კარგად გესწავლა ბავშვობაში და საკუთარ თავზე შავრაზმულ რეაქციად არ გადაქცეულიყავი, ასეთ სამარცხვინო დღეში არ იქნებოდი, – ასე მიმართავს “ტაბულას” დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი მიხეილ სააკაშვილს.

როგორც ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს, ის წლების წინ მიხვდა, რომ ყოფილი პრეზიდენტი “შეუქცევადი დეგრადაციის სტადიაში” გადავიდა, ამის დასადასტურებლად კი, 2013 წელს დაწერილ პოსტს აქვეყნებს.

მისივე თქმით, ყველაფერს გააკეთებს, რომ სააკაშვილმა ძალაუფლება ვერასდროს დაიბრუნოს.

“Mikheil Saakashvili
ასე აგიხდეს ყველაფერი კარგი.
ღამურა რომ კარგად გესწავლა ბავშვობაში და საკუთარ თავზე შავრაზმულ რეაქციად არ გადაქცეულიყავი, ასეთ სამარცხვინო დღეში არ იქნებოდი.

მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ შენნაირმა მოღალატემ ძალაუფლება ვერასოდეს დაიბრუნოს.

სქრინი შემხვდა მემორიში და არ შემეძლო არ შემეხსენებინა, როდის მივხვდი რომ შეუქცევადი დეგრადაციის სტადიაში გადახვედი.” – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი Facebook-ზე.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

გიორგი გამსახურდია: ყველაფერს რომ ბიუჯეტის ხარჯზე ყიდულობდნენ, ეს მართლა ქვეყნის მღლეტავები,...

გიორგი გამსახურდია ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება და აცხადებს, რომ ადამიანები, რომლებიც ტანსაცმელს, საკვებს თუ მდიდრულ მოგზაურობებს ბიუჯეტის ხარჯზე ყიდულობდნენ, ბიძინა...

არჩილ გორდულაძე: თუ ნიკა...