სულხან თამაზაშვილი ბათუმში მომხდარ ინციდენტზე: ის თანამშრომელი, რომელიც მივიდა და დროშის აღებისკენ მოუწოდა, იყო „ბეშიქთაშის“ მიერ დაქირავებული კერძო კომპანიის წარმომადგენელი, რომელსაც ეს ქმედება ევალებოდა

შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა ბათუმში საფეხბურთო მატჩის დროს გუშინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მედიასთან ილაპარაკა.

„კითხვა იყო დროშის ჩამოხსნასთან დაკავშირებით, რატომ შეიქმნა ამის აუცილებლობა და ვუპასუხე [თურქ კოლეგას], რომ ეს არ იყო ჩვენი მხარის [ინიციატივა]. კადრებშიც ჩანს, რომ იქ სახელმწიფოს წარმომადგენელი არ მიდის, ეს კანონი მოწესრიგებულია „უეფას“ მიერ, რომ ისეთი შინაარსის ბანერები, მათ შორის დროშები, რომელმაც შესაძლოა სპორტული ღონისძიების დროს გამოიწვიოს მღელვარება და დაძაბულობა, აკრძალულია.

ყველა საერთშორისო მატჩის წინ ტარდება თათბირი. ამ თათბირზე განიხილება მსგავსი ტიპის საკითხები, მათ შორის განხილული იყო ეს საკითხი და „უეფას“ წარმომადგენლების მხრიდან იყო მოთხოვნა, რომ, გარდა თურქეთის, ისრაელისა და საქართველოს სახელმწიფო დროშებისა, რადგან ჩვენს ქვეყანაში იყო თამაში, სხვა ქვეყნის დროშები და სიმბოლიკები არ უნდა გამოყენებულიყო. ეს პირობა იყო ამ შემთხვევაში დარღვეული და „უეფას“ დელეგატმა მიუთითა, რომ შეთანხმებისამებრ ის უნდა აეღოთ.

ის თანამშრომელი, რომელიც მივიდა და დროშის აღებისკენ მოუწოდა, იყო „ბეშიქთაშის“ მიერ დაქირავებული კერძო კომპანიის წარმომადგენელი, რომელსაც ეს ქმედება ევალებოდა“, – აღნიშნა თამაზაშვილმა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბათუმში, საფეხბურთო კლუბების „ბეშიქთაშისა“ და „ჰაპოელ ბეერ-შევას“ მატჩის დროს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.

ბათუმში, თურქეთის „ბეშიქთაშისა“ და ისრაელის „ჰაპოელ ბეერ შევას“ მატჩის დროს, სტადიონზე გულშემატკივრებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

სულხან თამაზაშვილი: ინფორმაცია გვქონდა უკვე დღის პირველ ნახევარში. ქომაგებმა დადეს ძალიან...

ვადასტურებ, ჩემს კოლეგასთან გუშინ მქონდა საუბარი. რა თქმა უნდა, მე არ ჩამიწერა ჩვენი საუბარი, - განუცხადა ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა ბათუმში გუშინდელი...