სოზარ სუბარი: პროკურატურა, წესით, პირველივე დღეს უნდა შესულიყო ISFED-თან, როცა მათ მასალების გადაცემის გაჭიანურება დაიწყეს და ყველა დოკუმენტაცია ამოეღო, რადგან მათი მხრიდან რაიმეს განადგურება მოულოდნელი არ იქნება

„ISFED-ს არ უნდოდა ლეგიტიმაცია მიეცა ლეგიტიმურად ჩატარებული 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, ამიტომ, პარალელური გამოკითხვის შედეგები დამალა, თუმცა, ბუნებრივია, პროკურატურას ვერ დაემალებოდნენ“, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ და პარლამენტის ვიცე-სპიკერმა სოზარ სუბარმა განაცხადა.

მისი თქმით, პროკურატურა, წესით, პირველივე დღეს უნდა შესულიყო ISFED-თან, როცა მათ მასალების გადაცემის გაჭიანურება დაიწყეს და ყველა დოკუმენტაცია ამოეღო, რადგან მათი მხრიდან რაიმეს განადგურება მოულოდნელი არ იქნება.

„გულწრფელად მიმაჩნია, რომ პროკურატურა პირველივე დღეს, როდესაც ISFED-მა საჭირო მასალების გადაცემის გაჭიანურება დაიწყო, სასამართლოს განჩინებით უნდა შესულიყო და ყველა დოკუმენტაცია, როგორც ციფრული სახით შენახული, ისე – ქაღალდზე გადატანილი, უნდა ამოეღო, რათა რაიმე დოკუმენტაცია არ გამქრალიყო, რასაც, ბუნებრივია, ყოველთვის ველოდები ისეთი თაღლითი ორგანიზაციისგან, როგორიც „უსამართლო არჩევნებია“, – აღნიშნა სოზარ სუბარმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

სუსი: 2024 წლის 16 სექტემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარედ უკანონოდ...

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 2024 წლის 16 სექტემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად...