სოზარ სუბარი: ის რომ, კონფლიქტის გამწვავებისკენ მიდიოდნენ, აღიარებული აქვს „ნაცმოძრაობას“ რეზოლუცია „16-33-ში“, სადაც, საქართველოს, პრაქტიკულად, ომისა და საბრძოლო მოქმედებების დაწყება დააბრალეს

„ჩვენ ვართ ფარი იმ თითოეული ჯარისკაცისა და ოფიცრისთვის, რომლებიც სიკვდილისა და სასჯელისთვის გაწირა „ნაციონალურმა მოძრაობამ“, – ამის შესახებ მედიასთან პარლამენტის ვიცე-სპიკერმა და „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა განაცხადა, დროებითი საპარლამენტო-საგამოძიებო კომისიის მუშაობის მიზანზე საუბრისას.

მისი თქმით, ის რომ, კონფლიქტის გამწვავებისკენ მიდიოდნენ, აღიარებული აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“ ევროსაბჭოს რეზოლუცია „16-33-ში“, სადაც, საქართველოს, პრაქტიკულად, ომისა და საბრძოლო მოქმედებების დაწყება დააბრალეს.

„საგამოძიებო კომისიის მუშაობის მიზანი არის „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიება, რეჟიმისთვის სახელის დარქმევა და იმ უმაღლესი თანამდებობის მქონე პირთა გასამართლება, რომელთაც ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ საქართველო აგვისტოს ომში აღმოჩენილიყო.

ის რომ, კონფლიქტის გამწვავებისკენ მიდიოდნენ, აღიარებული აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“ ევროსაბჭოს რეზოლუცია „16-33-ში“, სადაც, პრაქტიკულად, საქართველოს სახელმწიფოს ომისა და საბრძოლო მოქმედებების დაწყება დააბრალეს“, – აღნიშნა სოზარ სუბარმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ზაალ ანჯაფარიძე EPC-ის სამიტზე ირაკლი კობახიძის დასწრებაზე: ფოტო სწორედ Euronews...

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-9 სამიტზე პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მონაწილეობას და გავრველებულ ფოტოს ეხმიანება. როგორც ანჯაფარიძე აღნიშნავს, ფოტოზე, რომელზეც სხვა ქვეყნის...