სოზარ სუბარი გიორგი გახარიას: იაფფასიანი “ტრიუკები” ტვ პირველში გამოიყენეთ ან თქვენს სტაფერებთან და სხვა დროს იცოდეთ ხოლმე, როგორ ისაუბროთ ადამიანებთან

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა გიორგი გახარიას მიმართა და მოუწოდა, კორექტულად მიმართოს ადამიანებს. დეპუტატის მიმართვა გიორგი გახარიას რეპლიკას მოჰყვა, როდესაც შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი თენგიზ შარმანაშვილის ვინაობით დაინტერესდა.

„ბატონი თენგიზ შარმანაშვილი არის საქართველოს პარლამენტის წევრი, ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი და 1989 წლის 9 აპრილს ერთ-ერთი ლიდერი იყო, ხელმძღვანელობდა ბრძოლას საქართველოს თავისუფლებისთვის. ასეთი იაფფასიანი “ტრიუკები” ტვ პირველში გამოიყენეთ ან თქვენს სტაფერებთან და სხვა დროს იცოდეთ ხოლმე, როგორ ისაუბროთ ადამიანებთან,-“განაცხადა სოზარ სუბარმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ზაალ ანჯაფარიძე EPC-ის სამიტზე ირაკლი კობახიძის დასწრებაზე: ფოტო სწორედ Euronews...

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-9 სამიტზე პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მონაწილეობას და გავრველებულ ფოტოს ეხმიანება. როგორც ანჯაფარიძე აღნიშნავს, ფოტოზე, რომელზეც სხვა ქვეყნის...