სომხეთის პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობაზე არჩევას ულოცავს

სომხეთის პრეზიდენტმა ვაჰაგნ ხაჩატურიანმა სოციალური ქსელ X-ში მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევა მიულოცა.

„გულითადად ვულოცავ მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევას! სრულად გამოვხატავ მხარდაჭერასა და მზადყოფნას ვიმუშაო მჭიდროდ სომხურ-ქართული ტრადიციული, ძმური ურთიერთობების სასიკეთოდ. პრეზიდენტს ვუსურვებ წარმატებას მის მომავალ საქმიანობაში“, – დაწერა ხაჩატურიანმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

გიორგი გამსახურდია: როდესაც ზვიად გამსახურდიამ ქვეყანას თავისუფლება და დამოუკიდებლობა მოუტანა,...

გიორგი გამსახურდია ნიკა გვარამიას საკონსტიტუციო სასამართლოში გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც თქვა, რომ „36 წლის მერე იქ მივდივართ, საიდანაც ამოგვათრია ზვიად გამსახურდიამ“. როგორც გამსახურდია წერს,...