შს მინისტრი მომხდარის შემდეგ საგარეჯოში ჩავიდა და სიტუაციას ადგილზე გაეცნო

შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე საგარეჯოში ჩავიდა და ადგილზე გაეცნო სიტუაციას, რომლის შედეგადაც აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე დაიჭრა.

საგარეჯოში ჩავიდა ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძეც, რომელიც „ჯეოჰოსპიტალსში“ იმყოფებოდა და თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობას ადგილზე გაეცნო.

შსს-ს ინფორმაციით, აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე დღეს საგარეჯოს „ჯეოჰოსპიტალსში“ გულმკერდის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობით შეიყვანეს. ექიმების განმარტებით, მას ფილტვი აქვს დაზიანებული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით არის დაწყებული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს

ავტორი:

ბოლო სიახლეები

არჩილ გორდულაძე: სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში დადასტურდება, რომ წარმოდგენილი ფაქტები არის კონსტიტუციის...

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ განმარტა, რომ „სარჩელის განხილვა სასამართლოს პროცესზე, ეს არის პრევენცია“. მისივე განმარტებით, სარჩელის დაკმაყოფილების...