შალვა პაპუაშვილი – მსჯავრდებულმა უპირველეს ყოვლისა, სასჯელი უნდა მოიხადოს და ამაზე იყოს კონცენტრირებული, არ მგონია, სააკაშვილის როლი პოლიტიკაში რაიმე დადებითს მოიტანს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მსჯავრდებულმა სააკაშვილმა, პირველ რიგში, სასჯელი უნდა მოხადოს და ამაზე იყოს კონცენტრირებული.

პაპუაშვილი გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, სადაც ის ამბობს: ახლა, როგორც არასდროს, გვჭირდება, გავაცოცხლოთ და ავაღორძინოთ იმამ შამილის, ბაისანგურის, ჯოხარ დუდაევის და წინააღმდეგობის მილიონობით გმირის სულისკვეთება.

შალვა პაპუაშვილი მიიჩნევს, რომ სააკაშვილის როლი პოლიტიკაში დადებითის მომტანი ვერ იქნება.

„ვფიქრობ, მსჯავრდებულმა, უპირველეს ყოვლისა, სასჯელი უნდა მოიხადოს და ამაზე იყოს კონცენტრირებული, მათ შორის სასჯელსა და მონანიებაზე. არ მგონია, მისი როლი, მათ შორის პოლიტიკაში, რაიმე დადებითს მოიტანს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

გიორგი გამსახურდია: ყველაფერს რომ ბიუჯეტის ხარჯზე ყიდულობდნენ, ეს მართლა ქვეყნის მღლეტავები,...

გიორგი გამსახურდია ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება და აცხადებს, რომ ადამიანები, რომლებიც ტანსაცმელს, საკვებს თუ მდიდრულ მოგზაურობებს ბიუჯეტის ხარჯზე ყიდულობდნენ, ბიძინა...

არჩილ გორდულაძე: თუ ნიკა...